ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მომღერალ ნუცა ბუზალაძეს მიმართავს.ის კონკრეტულად ეხმიანება ნუცა ბუზალაძის ერთ-ერთ რეგიონში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნუცას კონცერტზე აქტივისტები, აქციაზე დაშავებული ხალხის ფოტოებით მივიდნენ.
"ნუცას ერთ-ერთ რეგიონში ჰქონდა კონცერტი, სადაც 25 ათასი ლარი აიღო, მანამდე კიდევ ერთ რეგიონში - 18 ათასი ლარი. ერთ-ერთი კონცერტის დროს იქვე მჯდომი ქალები მივიდნენ და სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები ეჭირათ.
როცა ნუცამ ეს დაინახა, მან სცენიდან ამ კივის, თქვენ ფულის გამო თქვენ ყველაფერს კადრულობს. ნუცა ბუზალაძე ეუბნება ამას მართლაც გაოცებულ და განაწყენებულ ქალებს, რომლებსაც სურდათ ენახათ ის ნუცა ბუზალაძე, რომელსაც ოდესმე გულშემატკივრობენ. შემდეგი ეტაპი იყო ის, რომ მე ბავშვობიდან მე თქვენს ქვეყანას ვასახელებ და თქვენ ასე მექცევითო?" - ამბობს ნანუკა.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ის ყოველთვის მოუწოდებდა საზოგადოებას, მხარი დაეჭირათ ბუზალაძისთვის, როცა ის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობდა.
ნუცა შენ გვახსოვხარ კონკურსებიდან, შენ ხარ ადამიანი, რომელიც კონკურსებში და კონკურსებში მომღერალს სჭირდება მსმენელი. შენ გჭირდებოდით ჩვენ. მე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შენგან განსხვავებული შეხედულებები მქონდა, სულ მოუწოდებდი ჩემს გამომწერებს, რომ შენს გამარჯვებებში წვლილი შეგვეტანა. შენ თუ იმარჯვებდი ამაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის.
ნუ გვამადლი ნურაფერს, ნურც იმ 25 ათას ლარიან კონცერტს და ნურც 18 ლარიან კონცერტს. ერთი პატარა უწყინარი კომენტარი დაგიწერე "ფეისბუქზე" და დამბლოკე ნუცა და ოქეი, ეგრე გააგრძელე… დაბლოკე შენგან განსხვავებული ადამიანების კომენტარები. იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა წარმატებები" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი 8 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.