საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. ისინი სატვირთოში იმალებოდნენ და საქართველოში შემოსვლას ისე ცდილობდნენ.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.