ავტორი:

"ჰამასის“ მაღალჩინოსანი - ისრაელს დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სია გავუგზავნეთ

"ჰამასის“ მაღალჩინოსანი - ისრაელს დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სია გავუგზავნეთ

"ჰამასის” მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელს იმ მძევლების სია გაუგზავნეს, რომელთა გათავისუფლება დღეს იგეგმება. ინფორმაციას The Times of Israel-ი პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ისრაელელმა ჩინოვნიკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ "ჰამასმა“ შუამავლებს სამი ქალი მძევლის სახელი და გვარები გადასცა.

მოგვიანებით, "ჰამასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს რომი გონენს, ემილი დამარისა და დორონ შტაინბრეჩერს გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც "ჰამასმა“ დღეს უნდა გადასცეს.