ავტორი:

ხალხმა სახლებში დაბრუნება დაიწყო - რა ხდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ

ხალხმა სახლებში დაბრუნება დაიწყო - რა ხდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ

ღაზას სექტორში, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ავტომობილებისა და ხალხის გრძელი რიგები.

გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საკვებით დატვირთული ათასობით სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას ელოდება, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.

"დახმარებით დატვირთული 4 000 სატვირთო მანქანა მზადაა ღაზაში შესასვლელად - მათგან ნახევარი საკვებითა და ფქვილითაა დატვირთული", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღაზაში დღეს ცეცხლის შეეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.