ავტორი:

"მეგობრებო, გოგოები გარეთ ვართ... ბიჭები, სამწუხაროდ, დატოვეს" - რას წერს მარიამ პაიჭაძე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გუშინ დააკავეს

"მეგობრებო, გოგოები გარეთ ვართ... ბიჭები, სამწუხაროდ, დატოვეს" - რას წერს მარიამ პაიჭაძე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გუშინ დააკავეს

"მეგობრებო, გოგოები გარეთ ვართ. ყველაფერი კარგადაა, არაფერია სანერვიულო!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თეატრალური კომპანია "ჰარაკის“ გუნნდის წევრი მარიამ პაიჭაძე, რომელიც კოლეგებთან ერთად გუშინ დააკავეს.

"ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის! ბიჭები, სამწუხაროდ, დატოვეს. მერე კიდევ ცალკეც დავუწერ უდიდეს მადლობას რომან აკოფოვს, რომელიც ჩემს დახსნას ცდილობდა, როცა დამაკავეს.

საბოლოოდ კი, არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან.ვაგრძელებთ ბრძოლას!ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მარიამ პაიჭაძე.

მარიამ პაიჭაძე პაიჭაძე სხვა მომიტინგეებთან, მათ შორის, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან ერთად 18 იანვარს თბილისში, თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს