რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება "ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს - ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.
ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით - სანამ ყველა არ დაბრუნდება”, - წერს ელჩი "ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, დღეს "ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.