ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გათავისუფლებულ პალესტინელებს შორისაა 69 ქალი და 21 მოზარდი ბიჭი დასავლეთ სანაპიროდან და იერუსალიმიდან.
გათავისუფლებულ მძევლებს - 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს - თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა.
წაიკითხეთ ასევე: