ავტორი:

სამტრედიაში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიაში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ დიდ ჯიხაიშში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.