"აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ", - ამის შესახებ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.
"აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.