ავტორი:

"დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება - ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ" - ჯო უილსონი

"დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება -  ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ" - ჯო უილსონი

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება.

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - წერს ჯო უილსონი.