ავტორი:

"სამწუხაროდ, ჩემი ძმა ქართველის ხელით დაიღუპა... გიგის სახლში მიუვარდნენ და იყო სროლები" - რას ჰყვება ძმა უკრაინაში, საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ქართველზე

"სამწუხაროდ, ჩემი ძმა ქართველის ხელით დაიღუპა... გიგის სახლში მიუვარდნენ და იყო სროლები" - რას ჰყვება ძმა უკრაინაში, საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ქართველზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გიგი გნოლიძე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, მის ცხედარს კი მეგობრები ამ დრომდე ვერ პოულობენ. გნოლიძე დანაყოფ „თბილისელების“ წევრი იყო და ავდიივკაში, წინა ხაზზე იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავიდა და რთულ ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. არა ერთხელ დაიჭრა, მიიღო ჯილდოები - მამაცობისა და თავგანწირვისთვის, არის წმინდა გიორგის მედლის მფლობელი.

"კვირის პალიტრა“ გიგი გნოლიძეს ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრა, როდესაც მისი თანამებრძოლი ნიკა გელენიძე ბახმუტთან გმირულად დაეცა.

"დავიღალე, ძალიან დავიღალე, როდესაც ჩემს თანამებრძოლს თვალებს ვუხუჭავ და იმიერში ვაცილებ, ჩემი გული კვდება, უკვე ბევრჯერ მოვკვდი და დავიღალე, მაგრამ მიზანი მაქვს, ამ მიზნის ერთგული ვარ და ასე ვიქნები, სანამ პირში სული მიდგას.

ხუთი შვილი დავტოვე სახლში. იმათ შევპირდი, რომ მტერს ისე დავამარცხებდით, რომ საქართველოსკენ გამოხედვის უნარი აღარასდროს ექნებოდა. გორელი კაცი ვარ, სოფელ კარბიდან. ყველაფერმა ჩემს სოფელზე გაიარა, ბევრი მეგობარი და ახლობელი დავკარგე, რუსების გამო. ქართულ არმიაში საკმაოდ დიდხანს ვიმსახურე, ბოლოს „სვარკის“ ცეხი მქონდა. რუსები უკრაინაში რომ შემოიჭრნენ, მივატოვე ყველაფერი და წამოვედი. ახლა აქედან ხელცარიელი, გამარჯვების გარეშე არ წავალ", - გვითხრა გიგიმ.

როგორც მისი ძმა, დიმა გნოლიძე ამბობს, "გიგი რუსებს არ მოუკლავთ, სამწუხაროდ, ის ქართველის ხელით დაიღუპა".

„კვირის პალიტრა“ შეეცადა გარკვევას, თუ რა ვითარებაში დაიღუპა გიგი და ვის ან რა მოტივით შეიძლებოდა მოეკლა. ამის გასარკვევად დაღუპულის ძმას - დიმა გნოლიძეს, მეგობარს, უკრაინაში მებრძოლ ქართველს - ვლადიმერ მერებაშვილს და დანაყოფ „თბილისელების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს - დავით აბულიძეს ვესაუბრეთ...წაიკითხეთ სრულად