"კადრები“ - ამ შეძახილებით ბათუმში სასტუმრო “შერატონში” საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას, სასტუმროს ადმინისტრაციიდან ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, სასტუმრო ვიდეოჩანაწერს სპეციალურად არ ასაჯაროებს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობის ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.