ავტორი:

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ.

სხდომას ბრალდებული არჩილ მუსელიანციც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. კერძოდ, მუსელიანცის თქმით, ის სამართალდამცველებმა მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.