ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად - მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.
“შეთანხმების მიღწევის” დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!” - წერს ტრამპი.