ავტორი:

გერმანიაში თავდამსხმელმა პარკში ორი ადამიანი მოკლა, მათ შორის 2 წლის ბავშვი - მედიის ცნობით, დაკავებულია ავღანელი მამაკაცი

გერმანიაში თავდამსხმელმა პარკში ორი ადამიანი მოკლა, მათ შორის 2 წლის ბავშვი - მედიის ცნობით, დაკავებულია ავღანელი მამაკაცი

გერმანიაში, ქალაქ აშაფენბურგის პარკში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დააკავეს. მან დანით ორ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვანს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

  • პოლიციის ცნობით, მოკლულები ორი წლის ბიჭი და 41 წლის მამაკაცი არიან, რომელმაც, სავარაუდოდ, ბავშვის გადარჩენა სცადა. თავდამსხმელმა კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. თავდასხმის მოტივი მოტივი უცნობია და პოლიცია აღნიშნავს, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დამნაშავემ სამიზნე ბაღის ბავშვთა ჯგუფი იყო. სავარაუდოდ, ბრალდებული ახლოს, თავშესაფარში ცხოვრობდა. სხვა მედია გამოცემის ცნობით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

  • დამნაშავე გაქცევას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ იგი სწრაფად დააკავა.

ძალადობრივი თავდასხმა "ტერორისტულ აქტად" შეაფასა, რომელსაც სჭირდება "დაუყოვნებელი რეაგირება - განხილვა საკმარისი არ არის".

"ცუდად მხდის ასეთი ძალადობის აქტების ყოველ რამდენიმე კვირაში გამეორება, დამნაშავეების შემწყნარებლობა, რომლებიც ჩვენთან თავდაცვის მიზნით ჩამოვიდნენ. სრულიად მიუღებელია", - აცხადებს კანცლერი.

წყარო