ბრიტანულ წყლებში გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული მეორედ შენიშნეს რუსული ჯაშუშური გემი "Yantar". როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, გაერთიანებული სამეფო საზღვაო ფლოტი ყურადღებით აკვირდება რუსულ ხომალდს მას შემდეგ, რაც ის ამ კვირის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს წყლებში დააფიქსირეს. მისი თქმით, ეს რუსული აგრესიის მორიგი მაგალითია. ბრიტანული თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გემი გამოყენება ინფორმაციის შესაგროვებლად და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის რუკების შესადგენად.
"მინდა პრეზიდენტმა პუტინმა მოისმინოს ჩემი გზავნილი: ჩვენ გხედავთ, ვიცით, რას აკეთებთ და არ მოვერიდებით გადამწყვეტ მოქმედებებს, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა", - თქვა ჰილმა პარლამენტში გამოსვლისას.
გავრცელებული ინფორმაციით რუსული ხომალდი ამჟამად ჩრდილოეთის ზღვაშია, თუმცა 20 იანვარს ის შენიშნეს დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან 45 მილში.
რუსეთში ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ხომალდი კვლევით სამუშაოებს ატარებს.