"სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება" - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს "აზრი" ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება" - ნათქვამია ინფორმაციაში.
აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: "9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.
ნახეთ ასევე: