ავტორი:

"8 საათი ცხედრების ქვეშ ვიყავი..." - ვინ არის "ჰამასის" ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი გოგონა, რომელიც ისრაელს "ევროვიზიაზე" წარადგენს: იუვალ რაფაელის მძიმე ისტორია

"8 საათი ცხედრების ქვეშ ვიყავი..." - ვინ არის "ჰამასის" ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი გოგონა, რომელიც ისრაელს "ევროვიზიაზე" წარადგენს: იუვალ რაფაელის მძიმე ისტორია

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ხოცვა-ჟლეტვას გადარჩენილი იუვალ რაფაელი წარადგენს ისრაელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე, რომელიც წელს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.

  • იუვალ რაფაეილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ნოვას ფესტივალზე, როდესაც მათ თავს დაესხნენ "ჰამასის" ტერორისტები. გოგონა გადარჩა გზისპირა ბომბის თავშესაფარში ცხედრების ქვეშ დამალვით. მისი ბევრი მეგობარი ჯიჰადისტებმა დახოცეს.

იუვალმა თავი მოიმკვდარუნა, არ გაინძრა, არ იყვირა, უბრალოდ გადარჩა. რვა საათის განმავლობაში მომღერალი ცხედრების ქვეშ იწვა, რათა თავი აერიდებინა "ჰამასის" ტერორისტების მიერ დახვრეტას ან მძევლად წაყვანას.

"ფიზიკური დაზიანებები, რომელიც იმ დღეს მივიღე, განიკურნა, მაგრამ ფსიქიკური ნაჩხვლეტები სამუდამოდ დარჩება ჩემთან," - ამბობს დღეს მომღერალი.

იუვალ რაფაელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან ჩვენებაში 2024 წლის აპრილში, აღნიშნა, რომ როდესაც დაიწყო სარაკეტო სროლა, რომელიც წინ უძღოდა ბოევიკების შემოჭრას, მან და სხვა ფესტივალზე დამსწრეთა ჯგუფმა თავი შეაფარეს პატარა ბომბის თავშესაფარს. მალე თავდამსხმელებმა იქაც გახსნეს ცეცხლი.

"როდესაც დაღუპულთა ცხედრების გროვა დადგა, მივხვდი, რომ მათ ქვეშ დამალვა ერთადერთი გზა იყო ამ კოშმარის გადარჩენისთვის“, - თქვა რაფაელმა.

  • მამაცი გოგო ახლა დიდი გამოწვევისთვის ემზადება. იუვალი ისრაელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბაზელში 10-დან 17 მაისამდე წარადგენს. ოთხშაბათს მან გაიმარჯვა ისრაელის ტელეარხ "12კეშეტის" კასტინგში "ჰაკოხავ ჰაბა" (მომავალი ვარსკვლავი) და ევროვიზიის საგზური ხელში დაიჭირა. "მუსიკა ჩემი განკურნების პროცესის ძლიერი ნაწილია", - თქვა იუვალმა გამარჯვების შემდეგ.

გოგონამ დაამატა, რომ სურს ევროპაში გამოსვლა, რათა "უამბოს მათ თავისი სამშობლოს ისტორია, ის თუ რა გამოიარა და რა განიცადეს სხვებმა".

"მინდა ამ ამბის მოყოლა - მაგრამ არა თანაგრძნობისთვის. მე მინდა, რომ ეს მტკიცედ ითქვას ადგილიდან და იმ ბობოქრების ფონზე, რომელიც 100%-ით დარწმუნებული ვარ, ბრბოსგან მოვა", - თქვა მან.

ფინალში იუვალმა შეასრულა ორი სიმღერა - Dancing Queen (აბას, რომელმაც თავად მოიგო ევროვიზია 1974 წელს) და Writing's on the Wall (სემ სმიტის). დაგროვილმა ქულებმა მას საშუალება მისცა დაემარცხებინა შეჯიბრის კიდევ ერთი ფავორიტი.

მან ნომერი, როგორც თავად თქვა, ფესტივალზე დაღუპულ „ყველა ანგელოზს“ მიუძღვნა.

იუვალ რაფაელი 24 წლისაა და რაანანაში ცხოვრობს. შვეიცარიაში მაისის კონკურსში სულ 36 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის ცნობილია მონაწილეები ალბანეთიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, ჩერნოგორიიდან და ნიდერლანდებიდან. მოლდოვა კონკურსი წელს გამოეთიშა. კონკურსი შეცვლილი წესების მიხედვით ჩატარდება.

შეგახსენებთ; გასული წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იყო ბოლო წლების განმავლობაში. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია გადაწყვეტილებამ, დაეშვათ ისრაელის მონაწილეობა კონკურსში ჰუმანიტარული კრიზისისა და ღაზის სექტორზე მიმდინარე ომის ფონზე. შეჯიბრში ისრაელის მონაწილეობის დაბლოკვის რამდენიმე კამპანია უშედეგო აღმოჩნდა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU), რომელიც მართავს ღონისძიებას, გამოაცხადა, რომ ისრაელს მიეცა მონაწილეობის უფლება.

თუმცა, ისრაელის 2024 წლის კონკურსანტ ედენ გოლანს დაევალა შეეცვალა თავისი სიმღერის სათაური „ოქტომბრის წვიმა“ კონკურსის წესების შესაბამისად, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ მეტყველებას. ედენ გოლანის უსაფრთხოებაზე ისრაელიდან წასული შინ ბეტის ძალები ზრუნავდნენ. გოგონას ჰამასის მხარდამჭერებმა არაერთი აქცია სასტუმროსთან თუ სარეპეტიციო დარბაზთან მოუწყვეს.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე