ავტორი:

თამუნა ყარყარაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახი

თამუნა ყარყარაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახი

ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება. თამუნა ყარყარაშვილი ორი წელია თურქეთში კლინიკა "მედიქალ პარკში" მკურნალობს. მას მოწინავე სტადიის საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

  • როგორც თამუნას და მარიამ ყარყარაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მას ფინანსური დახმარება სჭირდება. მარიამის თქმით, აღნიშნული დაავადება იშვიათია და 10 მილიონში ერთ ადამიანს ემართება.

"ორი წელია, ჩვენი ოჯახი დიდ ბრძოლაში ჩაერთო, ჩვენმა მშობლებმა უკანდაუხევლად, თავჩაუხრელად, ბევრი დარდითა და უდიდესი რწმენით მიიყვანეს საქმე თითქმის უკვე ფინალამდე, სულ რამდენიმე ნაბიჯი და ეგაა, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამ ნაბიჯების გადადგმამდე კი თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ყველაზე მეოცნებე და მზიანი გოგოა თამუნა და წარმოუდგენელია სამყარომ მისი ოცნებების გარეშე იტრიალოს" - წერს მარიამ ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში.

თიბისი: GE24TB7513645064300021 - მიმღები შორენა ყარყარაშვილი

საქართველო: GE23BG0000000537595348 - მიმღები მარიამ ყარყარაშვილი