კოალიცია "ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს, ხალათით და ჩუსტებით მივიდა. საქმე მარიამ სიჭინავას მიერ ბალაკლავას ტარებას ეხება.
რაც შეეხება პარტია "დროას“ კიდევ ერთ წევრს, შუშანა მაცაბერიძეს, ის ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორს 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვებს.
ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.