ავტორი:

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს - შეხვედრა ელისეს სასახლეში: რა ფოტოებს ავრცელებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი?

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს - შეხვედრა ელისეს სასახლეში: რა ფოტოებს ავრცელებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი?

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია, მის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ერთობლივი ფოტოები, რომელშიც აღბეჭდილია მათი შეხვედრა, რომელიც ელისეს სასახლეში გაიმართა.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში იყო, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, სადაც ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრასაც გამოეხმაურა.

როგორც ის X-ის საკუთარ გვერდზე წერს, საფრანგეთი და ამერიკა გვერდში უდგანან ქართველ ხალხს.

"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს მალევე, რაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. საფრანგეთი და ამერიკა გვერდში უდგანან ქართველ ხალხს. საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“ - წერს უილსონი.