ავტორი:

"პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

"პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“.

ისინი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება.

მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”.

ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.