ავტორი:

“ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, უნდა მოვეკალი, გამოვექეცი“ - გორში, აქტივისტ, ვახო ფიცხელაურს თავს დაესხნენ

“ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, უნდა მოვეკალი, გამოვექეცი“ - გორში, აქტივისტ, ვახო ფიცხელაურს თავს დაესხნენ

“მთავარი არხის“ ინფორმაციით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • ფიცხელაურმა მედიასთან თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან იმყოფებოდა.

"მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო.

გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს - ტელეფონი, გასაღები, საფულე. რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ - გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი", - თქვა აქტივისტმა.

ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფი.