ავტორი:

ტრამპის მხარდამჭერები რაშმორის მთაზე, ლინკოლნისა და ჯორჯ ვაშინგტონის გვერდით, დონად ტრამპის სახის ამოტვიფრას ითხოვენ

ტრამპის მხარდამჭერები რაშმორის მთაზე, ლინკოლნისა და ჯორჯ ვაშინგტონის გვერდით, დონად ტრამპის სახის ამოტვიფრას ითხოვენ

რესპუბლიკელებისა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, რიშმორის მთაზე დონალდ ტრამპის სახის ამოტვიფრას ითხოვენ.

• რიშმორის მთა ქვეყანაში ისტორიულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. მემორიალზე გამორჩეული ისტორიული სახეები: აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი და თედი რუზველტი არიან ამოტვიფრულნი.

ერთ-ერთი ინიციატორია ფლორიდის პარლამენტარი ანა პაულინა ლუნა. როგორც კონგრესმენი X-ზე წერს, მზად არის მოსამზადებელი ბიუროკრატიული საკითხები წამოიწყოს.

I’m actually filing the legislation as we speak. @alx @CLewandowski_ https://t.co/u90HCxSob4
— Anna Paulina Luna (@realannapaulina) January 25, 2025

პირველად წინადადება ტრამპის კამპანიის ყოფილმა მენეჯერმა, კონსერვატორმა ექსპერტმა კორი ლევანდოვსკიმ ბენი ჯონსონის შოუში გააჟღერა.

“ვინმე მართლა ჭკვიანი კონგრესმენი უნდა ადგეს და თქვას: “დონალდ ტრამპის ადგილი რაშმორის მთაზეა“, - განუცხადა ლევანდოვსკიმ წამყვან ბენი ჯონსონს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

“რას ველოდებით? დონალდ ტრამპის სახე რაშმორის მთაზე უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ხმები წარმომადგენელთა პალატაში. ჩვენ გვაქვს ხმები სენატში”, - დასძინა ლევანდოვსკიმ.

🚨Corey Lewandowski calls for President Trump’s face to be put on Mount Rushmore:

“What are we waiting on? Donald Trump's face should be on Mt. Rushmore. We got the votes. Trump’s gonna sign it. Let's get it done. To memorialize what this man's achieved for this country.” pic.twitter.com/0fbIC2OpYf
— Benny Johnson (@bennyjohnson) January 24, 2025

რაშმორის მთა, აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში მდებარეობს. ის არის ამერიკული ოსტატობის შედევრი, რომელზეც გამოსახულია შეერთებული შტატების ისტორიაში ოთხი ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, თეოდორ რუზველტი და აბრაამ ლინკოლნი.

მისი კვეთა 1927 წელს დაიწყო და გრანდიოზული ძეგლი 1941 წელს დასრულდა.

მთას სახელი 1885 წელს, ცნობილი ნიუ-იორკელი იურისტის ჩარლზ რაშმორის გამო დაერქვა .

წყარო

იხილეთ ასევე: