ავტორი:

მილიარდერი და ღიად გეი - ვინ წარადგინა ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე?

მილიარდერი და ღიად გეი - ვინ წარადგინა ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე?

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მილიარდერი ბიზნესმენი, სკოტ ბესენტი წარადგინა.

62 წლის სკოტ ბესენტი არის საინვესტიციო ფირმის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელი. როგორც დასავლური მედია წერს, მოსალოდნელია რომ ბესენტი მკაცრ სატარიფო პოლიტიკას გაატარებს.

“სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს... სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს პოლიტიკას, რომელიც წაახალისებს აშშ-ის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და შეწყვეტს უსამართლო სავაჭრო დისბალანსს. იმუშავებს ისეთი ეკონომიკის შექმნაზე, სადაც მთავარი პრიორიტეტი იქნება ზრდა, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი მსოფლიო ენერგეტიკული ბატონობის ხარჯზე“, - ასე ახასიათებდა ინაუგურაციამდე მის კანდიდატს ტრამპი.

  • ჯორჯ სოროსის ყოფილი პროტეჟე - რა არის ცნობილი სკოტ ბესენტზე?

62 წლის გამოცდილი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი ნაკლებად ცნობილი იყო უოლ სტრიტის გარეთ. მას არასდროს ჰქონია მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.

ის ხელმძღვანელობდა საინვესტიციო ფონდ Key Square Management-ს.

2011-დან 2015 წლამდე იყო მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში. ეს არის ერთ-ერთ მთავარი საინვესტიციო მართვის ფონდი, რომელიც მაგნატმა ჯორჯ სოროსმა დააფუძნა.

ჯორჯ სოროსის ყოფილი პროტეჟე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად უჭერდა მხარს.

სენატმა სკოტ ბესენტის კანდიდატურას სახაზინო მდივნის თანამდებობაზე შაბათს დაუჭირა მხარი. საბოლოო კენჭისყრაზე გახდება ცხადი, დაიკავებს თუ არა ის აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.

თუ კენჭისყრა ტრამპის კანდიდატის სასარგებლოდ დასრულდება, სკოტ ბესენტი გახდება პირველი ღიად გეი რესპუბლიკელი, რომელიც ადმინისტრაციაში ხელმძღვანელ პოსტს დაიკავებს.

  • პირადი ცხოვრება

სკოტ ბესენტი და მისი მეორე ნახევარი - ჯონ ფრიმანი

სკოტ ბესენტი ღიად გეი რესპუბლიკელია. ის ქმართან - ჯონ ფრიმანთან ერთად ორ შვილს ზრდის.

ჯონ ფრიმანი ნიუ-იორკის ყოფილ პროკურორია. როგორც დასავლური მედია წერს, წყვილი უკვე 8 წელია ერთად ცხოვრობს, 2016 წელს, 6,5 მლნ დოლარად ნაყიდ ჯონ რავენელის ისტორიული სახლში, რომელიც ცნობილია, როგორც “ვარდისფერი სასახლე.“

“ვარდისფერი სასახლე“, სადაც ოჯახი ცხოვრობს

წყვილი იქ საცხოვრებლად 2019 წელს, ორ შვილთან ერთად გადავიდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სახლი გასაყიდად გაიტანეს. მისი ფასი 22,25 მილიონი დოლარია.

Daily Beast-ის ცნობით, მათი თინეიჯერი ვაჟი კოული და უმცროსი ქალიშვილი კეროლაინი ორმაგ გვარს ბესენტ-ფრიმენი ატარებენ.

2012 წელი - სკოტ ბესენტი და ფრიმანი შვილთან კოულ ბესენტ-ფრიმანთან ერთად

2025 წლის 16 იანვარი - სკოტ ბესენტი ეხუტება შვილებს ვაშინგტონში, სენატის მოსმენის დასრულების შემდეგ

“1984 წელს, როდესაც ჩვენ [იელი] დავამთავრეთ, ადამიანები შიდსით კვდებოდნენ. მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის, რომ 30 წლის შემდეგ ქორწინებაში ვიქნებოდი და ორი შვილი მეყოლებოდა, არ დავიჯერებდი“, - განაცხადა 2015 წელს, იელის კურსდამთავრებულთა ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ბესენტმა.

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, ბესენტის ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

წყარო

იხილეთ ასევე: