საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ ბათუმში, მისი გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად გაახარა იმ ფაქტმა, რომ შეკრებილებს შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ.
“ტელევიზიებმა ეს არ აჩვენეს, მაგრამ ბათუმში გაიმართა ყველაზე მასშტაბური აქცია ათასობით ადამიანის მონაწილეობით, ჩემს მხარდასაჭერად.
რაც გამიხარდა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო. ეს ის თაობაა, რომელიც არ ექვემდებარება ტყუილებს და ყველანაირი პროპაგანდისტული მანიპულაციების მცდელობებს.
ვამაყობ თქვენით!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.