ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი კოკაინით ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
"გამოძიება ეხება სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში, ანტვერპენის პორტის გავლით, კოკაინის სავარაუდო იმპორტს", - ნათქვამია ბრიუსელის პროკურატურის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რაჯა ნაინგოლანმა დაკავებამდე ექვსი დღით ადრე, რაჯა ნაინგოლანმა ბელგიის მეორე დივიზიონის გუნდთან გააფორმა პროფესიული კონტრაქტი.
ანტვერპენში დაბადებულმა ნახევარმცველმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა, თამაშობდა როგორც "რომაში", ასევე მილანის "ინტერში". 2009-2018 წლებში მან ბელგიის ნაკრებში 30 მატჩი ჩაატარა.