ავტორი:

"პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს" - რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს" - რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

  • "ვიზუალური დაკვირვებითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისივე განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს, ამ ეტაპზე არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.

როგორც თავად აცხადებს, აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს”, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა.