ავტორი:

აშშ-ის სენატმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა.

სკოტ ბესენტის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი სენატის 29 წევრი წავიდა.

Reuters-ი წერს, რომ როგორც ჩანს, სკოტ ბესენტი იქნება ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგის ძლიერი დამცველი, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების შემცირებას და მკვეთრი ტარიფების დაწესებას.

ბესენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპის პოლიტიკა ინფლაციური იქნება და სენატში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ძალისხმევა გაზარდოს ნავთობის მოპოვება რეალურად ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.

წყარო

იხილეთ ასევე: