ავტორი:

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პროდუქტები და მათი დანიშნულება

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პროდუქტები და მათი დანიშნულება

სამედიცინო სფეროში, მუდმივად ცვალებადი რეგულაციების ფონზე, აუცილებელი და ძალიან საპასუხისმგებლოა პროდუქციის სწორად შერჩევა.

პირველ რიგში, სამედიცინო პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს, მომწოდებელი კომპანია კი უნდა იყოს სანდო და ხარისხზე ორიენტირებული, როგორც პროდუქციის ჭრილში, ასევე იმ სერვისების, რომელსაც ის ახორციელებს.

2014 წლიდან დღემდე, სამედიცინო პროდუქციის და სერვისების მომწოდებელმა კომპანია 4Hospitals-მა შეძლო, რომ დაეკავებინა წამყვანი პოზიციები, დაემკვიდრებინა საკუთარი უნიკალური ნიშა ადგილობრივ ბაზარზე, ჰყოლოდა ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორები მსოფლიოს ყველა წერტილის წამყვანი სამედიცინო კომპანიებიდან.

4Hospitals-ის წარმატება ეფუძნება რამდენიმე ძირითად ფაქტორს:

  • ინოვაციები და ტექნოლოგიები: თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობების სწრაფი დანერგვა.
  • მრავალფეროვანი პორტფელი: ფართო ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას.
  • გლობალური პარტნიორობა: წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა.
  • პროფესიონალიზმი: ტექნიკური მხარდაჭერა და სპეციალიზებული გუნდი.
  • მომარაგების ოპერატიულობა: უწყვეტი მიწოდების სისტემა.

კომპანიის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4Hospitals-ს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.

სამედიცინო ავეჯი და აპარატურა

4Hospitals-ი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო ავეჯსა და აპარატურას, რომლებიც შექმნილია როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის კომფორტისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

დანიშნულება:

  • პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა.
  • ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცესების გამარტივება.

ტრავმატოლოგია

კომპანია ახორციელებს ტრავმატოლოგიური აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებას, რაც აუცილებელია როგორც სასწრაფო, ისე გეგმიური ჩარევებისთვის.

დანიშნულება:

  • დაზიანებული ძვლების აღდგენის ხელშეწყობა.
  • რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება.

ლაპაროსკოპია

ლაპაროსკოპიური მოწყობილობები წარმოადგენს თანამედროვე ქირურგიული მეთოდების საფუძველს.

დანიშნულება:

  • ქირურგიული პროცედურების ეფექტიანობა და უსაფრთხოება.
  • მინიმალური ჩარევით ოპერაციები, რაც ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის დროს.

ქირურგიული სახარჯი მასალები

4Hospitals-ი ამარაგებს კლინიკებს უმაღლესი ხარისხის ქირურგიული მასალებით.

დანიშნულება:

  • ოპერაციების სტერილურობის დაცვა.
  • ქირურგიული პროცესების გაუმჯობესება.

ლაბორატორია

ლაბორატორიული მოწყობილობები არის დიაგნოსტიკური და კვლევითი პროცესების საფუძველი.

დანიშნულება:

  • ზუსტი და დროული ანალიზების ჩატარება.
  • დაავადებების დროული გამოვლენა.

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგიისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები 4Hospitals-ის მნიშვნელოვანი სეგმენტია.

დანიშნულება:

  • ესთეტიკური ოპერაციების გამარტივება.
  • პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.

პარტნიორობა ქართულ კლინიკებთან

4Hospitals-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი კლინიკებს აძლევს შესაძლებლობას, შეარჩიონ მათთვის საჭირო მოწყობილობები და მასალები, რაც აუმჯობესებს როგორც სერვისის ხარისხს, ისე პაციენტთა კმაყოფილებას.

4Hospitals წარმოადგენს სრულყოფილ პარტნიორს, რომელიც თავის საქმიანობაში აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ სტანდარტებს და უნიკალურ მიდგომას. მისი პროდუქტების მრავალფეროვნება, ტექნიკური მხარდაჭერა და ოპერატიულობა უზრუნველყოფს, რომ ქართული კლინიკები მუდმივად პასუხობდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ 4ჰოსპიტალსის განახლებულ შოურუმში, სადაც იმიტირებულ პალატებსა და საოპერაციო სივრცეებში სიზუსტით განლაგებული პროდუქცია შესაძლებლობას გაძლევთ უკეთ გაეცნოთ სამედიცინო მოწყობილობების სპეციფიკაციას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

4Hospitals - ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge

R