ავტორი:

"შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში" -  რას წერენ საფრანგეთის, ესტონეთისა და დანიის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე

"შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში" -  რას წერენ საფრანგეთის, ესტონეთისა და დანიის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე

მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს, დაკავებულის გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი.

საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს:

"საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეხვდა „ბათუმელებს”, „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელსაც ციხეში 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს:

"ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას. ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას,” - წერს სორენსენი.

წაიკითხეთ ასევე: