ავტორი:

"შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა... საათები ტაქიკარდიას ვებრძოდი, ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს" - რას წერს ელენე ხოშტარია

"შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა... საათები ტაქიკარდიას ვებრძოდი, ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს" - რას წერს ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის იმ გართულებების შესახებ წერს, რომელიც შიმშილობას ახლავს თან. ცნობისთვის, დღეს უკვე მე-18 დღეა, რაც "ბათუმელების" დაკავებული ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.

"შიმშილობის მე18 დღე ძალიან საგანგაშოა.

გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი. ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს.

კოორდინაცია ირღვევა პერიოდული დერეალიზაცია, ღებინება, აღქმის შენელება - ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი.

უბრალოდ. მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვში ვჩანდი.

მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე. ჩემთვის რომ გეკითხათ, მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს.

მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!

ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე", - წერს ელენე ხოშტარია.

  • ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.