ავტორი:

ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მესხის სტადიონთან, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ

ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მესხის სტადიონთან, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ

მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

  • ისინი გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის შეძახილები: "თავისუფლება მზია ამაღლობელს“, "ცეცხლი ოლიგარქიას“.

სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. "მშიშარა მშიშარა“, - ასე მიმართავენ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.