რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, მომხდარზე აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის წინ საპროტესტო ბანერები მოიტანეს წარწერით: “სიკვდილით სავსე ქალაქი”; “ვაკის პარკი 2022 წელი, წყნეთის სკვერი 2023 წელი, რიყის პარკი 2025 წელი - მკვლელებო”; “კახი მკვლელი ხარ!”.
ცნობისთვის, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია მოხდა - დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: