ავტორი:

კოსტავას ქუჩა გადაიკეტა - რა ვითარებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ

კოსტავას ქუჩა გადაიკეტა - რა ვითარებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ

კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

  • პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე დემონსტრანტების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით იმართება.

აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, საზოგადოების ხმა არ ჟღერს.

კოსტავას ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქცია კი მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს.