ავტორი:

დაპირისპირება ბათუმში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - "სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ"

დაპირისპირება ბათუმში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - "სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

  • პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.

აქციის მონაწილეების მხრიდან მათ მისამართით ისმის შეძახილები: “სირცხვილი“, „მოძალადე პოლიცია”.

“სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ”, - მიმართა პოლიციის უფროსს აქციის მონაწილე ციალა ქათამიძემ.

თავის მხრივ, გრიგოლ ბესელიამ ციალა ქათამიძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.

“მატყუარა ხართ, თქვენ იტყუებით”, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.