საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი ტელეარხის ჟურნალისტებმა - ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა გამოთქვეს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტს ხმაური მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათ თავდაპირველად არხის შენობაშიც არ უშვებდნენ.
ადგილზე მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ შენობა მშენებარეა, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.