„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქალებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს.
პერფორმანსის ფარგლებში, პროტესტის მონაწილეებმა, 3 წუთით, სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე ღერძულა ხაზი დაიკავეს.
თითოეულ მათგანს ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-20 დღეა.