ავტორი:

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

  • ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.

შაიშმელაშვილმა რადიო თავისუფლებას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შაიშმელაშვილი ლაგოდეხის საკრებულოში 2022 წლის აპრილიდან, ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.

ნახეთ ასევე:

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ