ავტორი:

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში გარკვეული ბიზნესებისა თუ მოქალაქეებისთვის ცვლილებები შედის ძალაში. კერძოდ, ეს ეხება სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანებსა და პიროტექნიკის იმპორტითა და რეალიზაციით დაკავებულ ადამიანებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ცვლილებებს, რაც დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან შედის ძალაში:

  • დღეიდან, სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება

1-ლი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს შეღავათები უუქმდებათ. საქმე ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც დღემდე სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის 1%-ს შეადგენდა.

თუმცა, 1-ლი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შედეგად, მათი დაქირავება გაუძვირდება სამშენებლო სექტორსაც...წაიკითხეთ სრულად