ავტორი:

უცნაური შემთხვევა მედიცინაში - 84 წლის მამაკაცის კანი, თვალები და ფრჩხილები ნაცრისფერი გახდა: რას ამბობენ ჰონგ-კონგელი ექიმები

უცნაური შემთხვევა მედიცინაში - 84 წლის მამაკაცის კანი, თვალები და ფრჩხილები ნაცრისფერი გახდა: რას ამბობენ ჰონგ-კონგელი ექიმები

ჰონგ კონგის საავადმყოფოში შარდის დინების ობსტრუქციის გართულების გამო მოხვედრილ 84 წლის მამაკაცს კანის, თვალებისა და ფრჩხილების ნაცრისფერი შეფერილობა აღენიშნებოდა - მამაკაცის მტკიცებით, ეს უცნაური მოვლენა პირველად 5 წლის წინ შენიშნა.

  • სისხლის ანალიზმა მალევე გამოავლინა მიზეზი - ვერცხლი. ეს ნივთიერება მამაკაცის სხეულში, სხვა ინდივიდებთან შედარებით 40-ჯერ მეტი იყო.

ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც არგირია, ვერცხლის სისტემური დაგროვება სხეულის ქსოვილებში იშვიათია. ექსტრემალურ შემთხვევებში ინდივიდებმა შეიძლება მიიღონ კანის უჩვეულო, ნაცრისფერი შეფერილობა.

ისტორიულად ეს მდგომარეობა გავლენას ახდენდა ხელოსნებზე და მაღაროელებზე, რომლებიც მჭიდროდ მუშაობდნენ ლითონთან, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს ელემენტი შეიწოვებოდა მედიკამენტებიდან, რომლებიც შეიცავს ვერცხლს მისი ანტიმიკრობული თვისებების გამო .

  • 84 წლის მამაკაცი მკურნალობდა პროსტატის კეთილთვისებიან სიმსივნეს, თუმცა მისი ერთადერთი წამალი იყო ჩვეულებრივი ანტიანდროგენი, სახელად ფინასტერიდი, რომელიც ვერცხლს არ შეიცავს. საიდან გაჩნდა მამაკაცის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლი, უცნობია.

ამჟამად არ არსებობს ცნობილი ზომები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმიდან ვერცხლის დაგროვების აღმოფხვრა.

წყარო