ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
საუბარია, მამაკაცზე, რომელმაც 27 იანვარს თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.