ავტორი:

"სამეფო ვილა" ოსმალურ სტილში და კიდევ სამი სასახლე - რამზან კადიროვის ბიძაშვილი დუბაიში 20 მლნ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს: რა არის ცნობილი შაჰრუდ ედილგირიევზე

"სამეფო ვილა" ოსმალურ სტილში და კიდევ სამი სასახლე - რამზან კადიროვის ბიძაშვილი დუბაიში 20 მლნ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს: რა არის ცნობილი შაჰრუდ ედილგირიევზე

მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ბიძაშვილი, შაჰრუდ ედილგირიევი მოექცა. როგორც გამოცემა "Важные истории" წერს, შაჰრუდი დუბაიში ოთხ ვილას ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონ დოლარს აჭარბებს.

გამოცემის ცნობით, ედილგირიევმა ერთ-ერთი ვილა 2022 წლის დეკემბერში, 14,4 მილიონ დოლარად შეიძინა და ის პალმის ფორმის კუნძულზე "პალმ ჟუმეირაზე მდებარეობს".

  • ეს არის ხუთოთახიანი აპარტამენტი ოსმალურ სტილში, ერთ-ერთი "სამეფო ვილა" კუნძულზე

2023 წლის ოქტომბერში ედილგირიევმა იყიდა კიდევ სამი ვილა დუბაიში, მათი საერთო ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიონი დოლარია.

ძმები ედილგირიევები

როგორც ჟურნალისტები გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერენ, შაჰრუდის ძმა, პარუდი ევროკავშირში იძებნება უფლებადამცველისა და ოპოზიციური ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის ძმის მუჰამედ აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმისთვის.