ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება თბილისის გასასვლელთან - პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ავტომაგისტრალის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს (ფოტო/ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება თბილისის გასასვლელთან - პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ავტომაგისტრალის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს (ფოტო/ვიდეო)

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.

კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა. "ახალის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

დემონსტრანტები ცდილობენ, სრულად დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ჩაკეტეს, მოგვიანებით სრულად გადაეკეტათ.

პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.