ავტორი:

"ხალხის ციხეში გაშვებას აპირებენ გზის გადაკეტვის გამო, მერე იტყვიან, კანონიერად ვმოქმედებდითო, მაგრამ არის კი ეს კანონები სამართლიანი? 1937 წლის რეპრესიებიც კანონების შესაბამისი იყო" - ძაბირაძე

"ხალხის ციხეში გაშვებას აპირებენ გზის გადაკეტვის გამო, მერე იტყვიან, კანონიერად ვმოქმედებდითო, მაგრამ არის კი ეს კანონები სამართლიანი? 1937 წლის რეპრესიებიც კანონების შესაბამისი იყო" - ძაბირაძე

26 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რაც დღეს ხდება - ა.წ. 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსადმი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მან ასევე იმსჯელა, შეეწყვიტა თუ არა უფლებამოსილება ქართული დელეგაციისთვის და მიუხედავად იმისა, ამას მხარი არ დაუჭირეს, უფლებამოსილებები შეუზღუდა, პირობები დაუწესა და გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს აპრილში მიუბრუნდებიან. ამ პირობების თანახმად, ასამბლეა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდა აპრილამდე გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი; დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. პასუხად, ქართული დელეგაციის სახელით იუსტიციისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას თავად შეწყვეტენ, ხოლო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა: "რასაც დღეს ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იქ მუშაობას არავითარი აზრი არა აქვს, ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივოა... ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია, ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს".

2 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან", გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მოლთან უამრავი სამართალდამცავი იყო თავმოყრილი. მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც დააკავეს რამდენიმე კაცი, მათ შორის, პოლიტიკოსები. ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა, აქციის დაწყებამდე კი შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.

- თუ დავაკვირდებით პროტესტის დინამიკას და ხელისუფლების ქცევას, ცხადია, "ქართულ ოცნებას" დღეს საკუთარი ძალაუფლების ბურჯად ძალოვნები მიაჩნია და მოსალოდნელი იყო, რომ აქციაზე სწორედ ამ სტრუქტურების უამრავ წარმომადგენელს გაიყვანდნენ.

სწორედ მათი ხელით სცადეს პროტესტანტების დაშინება თავიდანვე, თუმცა არ გამოუვიდათ. ამის მერე დაიწყეს კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ინტერესებზე მორგება, გაზარდეს ჯარიმები, ახლა გზების სტრატეგიულ ობიექტებად გამოცხადება გადაწყვიტეს, ოღონდ კი პროტესტი როგორმე შეაჩერონ. ხალხის ციხეში გაშვებას აპირებენ გზის გადაკეტვის გამო და მერე იტყვიან, კანონიერად ვმოქმედებდითო, მაგრამ არის კი ეს კანონები სამართლიანი? 1937 წლის რეპრესიებიც საბჭოთა კანონების შესაბამისი იყო, მაგრამ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ იმდენი ადამიანი კანონიერად გაანადგურეს? ამგვარი კანონები რეპრესიულია, არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის გასაძლიერებლად იღებენ. "ქართული ოცნება" უფრო უარესზეა წამსვლელი. არ არის გამორიცხული, უფრო ძალადობრივად იმოქმედონ პროტესტანტების წინააღმდეგ, რაც ამ აქციაზე მათი დაკავების დროსაც ვნახეთ. ის, რაც პაპუაშვილმა იკადრა, როდესაც ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომლის ვალდებულებაა ინფორმაციის გავრცელება, ლამის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულა, არის ნიშანი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაშიც მტერს ხედავს და მის შევიწროებასაც დაიწყებს, როგორც რუსეთში მოხდა. სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...

ყველა ის ნაბიჯი, რაც "ქართულმა ოცნებამ" განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გადადგა, არის იმ რიტორიკის სრული რეალიზება, რასაც ეს პარტია ბოლო ხანს, უფრო სწორად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამბობდა ჩვენს პარტნიორებზე. კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ვითომ 2028 წლამდე, თუმცა ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს მხოლოდ მორიგი ტყუილია. ის, რაც მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ამ პოლიტიკას, უკეთეს შემთხვევაში, ჰქვია იზოლაციონისტური - ჩვენ იმ ქვეყნებს და სივრცეს ვემიჯნებით, რომლისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდით; უარეს შემთხვევაში კი, უფრო მკაფიოდ თუ ვიტყვით, ეს არის რუსულ სივრცეში დაბრუნება. სხვაგვარად ამის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. რას ითხოვდა ეს რეზოლუცია ასეთს, რამაც "ქართული ოცნება" ასე აღაშფოთა? იმასვე, რასაც ჩვენი პარტნიორები - გნებავთ, ევროპა და გნებავთ, ამერიკა, ჩვენგან ამ წლების განმავლობაში ითხოვდნენ: თანამედროვე, სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენებას. ამას ითხოვდნენ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისინი ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამებით თუ სხვა ტიპის დახმარებით ცდილობდნენ შეგვექმნა თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნებისა და ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი ხელისუფლებები. დღეს ეს უფრო მძიმე ფორმით ხდება. ავტორიტარიზმისთვის უცხოა ის, რასაც დემოკრატიული გარემო ჰქვია, სამაგიეროდ, მისაღებია რუსული, ჩინური თუ ირანული ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები. ამ სისტემის შექმნას ცდილობს "ქართული ოცნება". ამიტომაც პირდაპირ თქვეს უარი, რათა ვიღაცებს ილუზიები არ შეჰქმნოდათ, რომ 2 თვის თავზე მაინც რაღაცას შეიგნებდნენ და შეწყვიტეს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა. არ ვიცი, ნუთუ მაგათ მომხრეებში კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ესენი ევროპისკენ მიდიან?

- "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოდან შეახსენეს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ვალდებულებაა და არა არჩევანი, თუმცა ხელისუფლება არათუ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს, პირიქით, უფრო და უფრო ხისტ, ლამის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შესაძლოა გარიცხონ ევროსაბჭოსა თუ სხვა ევროპული სტრუქტურებიდან.

- სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" სწორედ ამისკენ მიჰყავს ყველაფერი. ეს კარგა ხანია დაიწყეს... ვინაიდან არჩევნების შემდეგ არ იყო მასშტაბური პროტესტი, გადაწყვიტეს, ბარემ ბოლომდე მიეყვანათ საქმე და მოვისმინეთ კიდეც 28 ნოემბერს კობახიძის განცხადება. ის მასშტაბური პროტესტი, რაც ამას მოჰყვა, "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი იყო, თუმცა გადაწყვიტეს უფრო ხისტად ემოქმედათ და უკვე აშკარად დასდგომოდნენ ანტიდასავლურ კურსს. სცადეს პროტესტის ჩახშობა იმ მეთოდებით, რომელთაც აქამდე იყენებდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაინც იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში პროტესტი შესუსტდება, ხალხი დაიღლება. ამასობაში კანონებს. პირდაპირ საკუთარ თავს არგებენ... შეიძლება ითქვას, დღეს მათი პოლიტიკა უკვე გამჭვირვალეა, აღარ თამაშობენ, რომ "ევროპისკენ ღირსებით მიდიან", როგორც არჩევნებამდე გაიძახოდნენ. "ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის, აცხადებს, რომ არ დაუშვებს ვადამდელ არჩევნებს. სასაცილოა, რომ საპარლამენტო მოწყობის მმართველობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მთავრობას გადატრიალების ტოლფასად მიაჩნია, მაშინ როდესაც საპარლამენტო მმართველობა უფრო მოქნილია ასეთი კრიზისების დროს, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა... გააგრძელეთ კითხვა