3 თებერვლიდან ჟორჟ სიმენონის დეტექტივი "მეგრე და მარტოხელა კაცი“ სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი

3 თებერვლიდან ჟორჟ სიმენონის დეტექტივი "მეგრე და მარტოხელა კაცი“ სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი

„პალიტრა L-ი“ ყველასთვის საყვარელი ავტორის, ჟორჟ სიმენონის დეტექტივების გამოცემას აგრძელებს. 3 თებერვლიდან როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიებში სიმენონის სერიის მე-10 ტომი, „მეგრე და მარტოხელა კაცი“ სპეციალურ ფასად, 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. შეთავაზება შეზღუდული დროით, 1 ერთი კვირით გაგრძელდება.

ჟორჟ სიმენონის სერია შემდეგ დეტექტივებს აერთიანებს: „პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან“, „ყვითელი ძაღლი“, „ბერჟერაკელი შეშლილი“, „სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები“, „მეგრეს მოგონებები“, „მეგრე და მშვიდი მძარცველი“, „მეგრე და ქალაქი ვიში“, „მეგრეს შეშლილი“, „ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში“ და „მეგრე და მარტოხელა კაცი“.

წიგნების სანახავად მიჰყევით ბმულს.

„პალიტრა L-ი“ პროექტის ფარგლებში გააგრძელებს ფრანგულენოვანი ბელგიელი ავტორის, ჟორჟ სიმენონის შემოქმედების თარგმნასა და გამოცემას. ახალი გამოცემები კი შეზღუდული დროით სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

საინტერესოა, რომ უკვდავი პერსონაჟის, კომისარი მეგრესადმი მიძღვნილი წიგნების სია 75-ს აჭარბებს. ის დეტექტიური ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ცნობილ პერსონაჟად შევიდა. კომისარ მეგრეს ისტორიები ათეულობით ენაზე ითარგმნა და ბევრჯერ იქნა ეკრანიზებული.

R