"აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.
"მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს - უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს!
ნახეთ ასევე: