ავტორი:

"მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი მქონდა" - აშშ-მა მექსიკისთვის ტარიფების დაწესება ერთი თვით გადადო: რა გახდა ამის მიზეზი

"მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი მქონდა" - აშშ-მა მექსიკისთვის ტარიფების დაწესება ერთი თვით გადადო: რა გახდა ამის მიზეზი

"მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი მქონდა, ტარიფების ერთი თვით შეჩერების შესახებ შევთანხმდით", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

  • "მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. ამ ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება დაევალებათ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, რა დროშიც ჩვენ მოლაპარაკებები გვექნება“, - წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მექსიკის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მოუთმენლად ელის.

"პრეზიდენტ შეინბაუმთან ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოუთმენლად ველი, მაშინ, როდესაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის „შეთანხმების“ მიღწევას ვცდილობთ“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

  • თავის მხრივ, განცხადება გააკეთა მექსიკის პრეზიდენტმაც.

"პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი X-ზე წერს.

„ჩვენ რამდენიმე შეთანხმებას მივაღწიეთ: მექსიკა ჩრდილოეთის საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა, განსაკუთრებით ფენტანილი, შეაჩეროს“, - წერს კლაუდია შეინბაუმი.

მისი თქმით, აშშ მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.

„დღეს ჩვენი გუნდები მუშაობას ორ სფეროში დაიწყებენ: უსაფრთხოება და ვაჭრობა“, - აღნიშნავს მექსიკის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) უნდა შესულიყო.