"დამიბარეს ტელევიზიაში, არ ვიტყვი, ვის კაბინეტში და ამიხსნეს, პრეზიდენტი რომ ვანახე ეთერში, არ იყო სწორი", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, არხის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა კახა მელიქიძემ განაცხადა,
"დამიბარეს მერე ტელევიზიაში პარასკევს, სახელებს არ ვიტყვი, ვის ოთახში და ამიხსნეს, რომ ჩემი გაკეთებული, პრეზიდენტი რომ ვანახე, არ იყო სწორი. რომ ეგ დავალება ჩემთვის არავის მოუცია. მე ვუთხარი, რომ თუ პრემიერი ჩვენი ქვეყნის მეთაურია, პრეზიდენტიც ჩვენი ქვეყნის მეთაურია და რატომ? მე ამიხსნეს ასე:
შენ ხომ არ გგონია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვართ ისევ, ჩვენ ვართ პარლამენტზე დამოკიდებული, ჩვენ თუ არ ვიზამთ, როგორც საჭიროა ისე, შეგვიმცირებენ თანხებს და პრობლემები შეგვექმნება“, - თქვა კახა მელიქიძემ.