რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში საჰაერო მილიდან მოხდა, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები ასაკოვანი დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.
ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სწორედ გამოძიება დაადგენს საიდან მოხდა CO-ს გავრცელება ბინებში.